img1


ბატონებო, არაფერი გვესიზმრება ბოლო დღეებში საინტერესო სურათს ვაკვირდები. ზოგიერთმა ადვოკატმა, რომლებიც აქამდე „ნეიტრალურად“ იყვნენ, ღიად დაიკავეს მხარე და დადგნენ იმ ჯგუფის გვერდით, რომლის საქმესაც ჩვენ თვეებია ვაშუქებთ

ჟურნალისტისთვის ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. სწორედ ასე იკვეთება, ვინ ვისთან არის დაკავშირებული.

 

ჩვენ მიერ შესწავლილი დოკუმენტების და ფაქტების მიხედვით, საქმე გვაქვს ჯგუფთან, რომლის ერთ-ერთი მიზანი, ჩვენი შეფასებით, სხვისი ქონების ხელში ჩაგდებაა. და ამ მიზნისთვის ორ ფრონტზე მოქმედებენ:

 

სახელმწიფო სტრუქტურების დემორალიზაცია. გამომძიებელი „დაკვეთილია“, პროკურორი „მიკერძოებული“, მოსამართლე „დამნაშავე“. როცა დოკუმენტები შენს მხარეს არ არის, სისტემის დისკრედიტაციას იწყებ.

ქვეყნის პირველი პირის ოჯახის გასვრა. ქონებრივი დავის „პოლიტიკურ დევნად“ შეფუთვას დიდი სახელი სჭირდებოდა. ასე „ჩაითრიეს“ პროცესში ის ოჯახი, რომელსაც ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიზანი მარტივია: ხმაური, ემოცია, ყურადღების გადატანა საქმის არსიდან.

 

ამას მოჰყვა თავდასხმები ჩემზე, ფეიკ ანგარიშები, შეურაცხყოფა, მუქარა, ჩემი პირადი ცხოვრების ქექვა. და ახლა უკვე ადვოკატების „მხარდაჭერის“ ტალღაც.

 

ჩემი პასუხი ერთია: არაფერი გვესიზმრება. ყველაფერი დოკუმენტირებულია: სარჩელები, მინდობილობები, ჩვენებები, ეთერები, მესიჯები, ფეიკ ანგარიშები. ყველა სიტყვა და ყველა ნაბიჯი.

 

ბატონებო, თქვენ თვითონ აირჩიეთ როლი. სახელმწიფო ინსტიტუტებს ძირს უთხრით, რომ კონკრეტული ქონება კონკრეტულ ჯიბეში აღმოჩნდეს. ჩვენი შეფასებით, ასეთ ქმედებას ქვეყნის ინტერესთან საერთო არაფერი აქვს, და მას კანონი შეაფასებს.

 

ჩვენ კი ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ: გამოვააშკარავებთ. ერთიმეორის მიყოლებით, ფაქტით, დოკუმენტით, თარიღით. ჟურნალისტს არც მუქარა აჩერებს, არც ფეიკები და არც „გავლენიანი“ ადვოკატების გუნდი.

 

ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომელ მხარეს დადგეს, დაფიქრდით: ყველას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ვის გვერდით იდგა.

 

(ყველა პირს ბრალეულობის დადგენამდე უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს.)

 

ირაკლი ჯანყარაშვილი

ჟურნალისტი