ღია მიმართვა: სახელმწიფო თქვენი რეკვიზიტი არ არის
ზაზა ხატიაშვილს, ქეთევან უტიაშვილს, რობერტ გრიგალაშვილს, ლევან ზაქრაძეს, ირაკლი ტორუას, კახა კუკავას, ანა და ლანა ქაჯაიებს:
თვეებია, თქვენ ერთი და იგივე სცენარს თამაშობთ. ლაივები პროკურატურის კართან, მთავრობის კანცელარიასთან, სამინისტროსთან, ევროპის საბჭოს ულტიმატუმი, სამშენებლო ჟგუტი, ათწუთიანი შიმშილობა, AI-ფოტოები საავადმყოფოდან.
როლებიც განაწილებულია: ადვოკატები სასამართლოში, პოლიტიკოსები მიკროფონთან, ბრალდებულები კამერის წინ. ერთი ორკესტრი, სხვადასხვა ინსტრუმენტი, ერთი პარტიტურა. და ყოველ სცენაზე ერთი და იგივე რეკვიზიტი: სახელმწიფო და ქვეყნის პირველი პირის გვარი.
მოდი, ერთხელ და ნათლად ვთქვათ:
პროკურატურა თქვენი „რობოკოპი“ არ არის. ის კანონით მოქმედებს, და მისი გადაწყვეტილებები ლაივში არ მიიღება.
სასამართლო თქვენი სცენა არ არის. იქ სოექტაკლს არავინ დაგადგმევინებთ.
ქვეყნის პირველი პირის გვარი თქვენი დაცვის სტრატეგია არ არის. ერთი კერძო, დაბრუნებული სესხის ტყუილით „შავ ფულად“ და „სისხლიან რეჟიმად“ გადაქცევა ბრალდებულს ვერ გაამართლებს. ის მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ საკუთარ ბრალდებაზე პასუხი არ გაქვთ.
მთელი ეს ხმაური კი ერთ რამეს ფარავს: ქონებას.
ინვესტორის სახლი და ოფისი, რომლებიც ოთხი გადაფორმებით ოჯახის წრეში და ადვოკატის ახლობელთან აღმოჩნდა. პარტნიორის წილი 300 ლარად და 2560 კვ.მ, რომელზეც სარჩელს ქეთევან უტიაშვილი აწარმოებს, ხოლო მოპასუხის სახელით ლანა ქაჯაია ცნობს.
ქეთევან უტიაშვილი ამ ფართზე ისე ლაპარაკობს და ისე მოქმედებს, თითქოს ის უკვე მისი მშენებლობა იყოს, თითქოს სხვისი ქონება უკვე გარანტირებული ჰქონდეს და სქემამ უკვე გაჭრა. მაგრამ სქემა მაშინ „ჭრის“, როცა მას არავინ კითხულობს. ეს კი ახლა ყველამ წაიკითხა: გამოძიებამ, სასამართლომ და საზოგადოებამ.
რეესტრი პოლიტიკას არ ეკუთვნის. ექსპერტიზა პარტიის წევრი არ არის. საბანკო ამონაწერი არც რეჟიმს ემსახურება და არც ოპოზიციას.
და ერთი რამეც: ყოველი ლაივი, ყოველი ფეიქ-პროფილი, ყოველი მუქარა, ყოველი გამოძიების მასალა, რომელიც ხელმოწერილი გაფრთხილების მიუხედავად ქუჩაში გაიტანეთ, ყველა მათგანი რჩება. ჩაწერილია, შენახულია, დოკუმენტირებულია.
სამართალს ყვირილი არ სჭირდება. ის ჩუმად, თანმიმდევრულად, დოკუმენტებით მოდის.ლ და როცა მოვა, თითოეული თქვენი ქმედება შეფასდება. არა ლაივის რეიტინგით, არამედ კანონით.
ყველა პირი უდანაშაულოდ ითვლება, სანამ სასამართლო სხვას არ დაადგენს. სწორედ ამიტომ ველოდებით სასამართლოს, და არა თქვენს შემდეგ ლაივს.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-11-04
2026-11-03
2026-11-03
2026-11-02
2026-11-01
2026-11-01
2026-11-01
2026-11-01
2026-10-30
2026-10-30