img1


ორშაბათს შიმშილობის პრემიერა. ოთხშაბათს კლინიკური დრამა. ტორუას გვერდზე უკვე სეზონის ფინალი

„სასამართლომდე ორი საათით ადრე“

სატირა

 

ორშაბათს შიმშილობის პრემიერა.

ოთხშაბათს კლინიკური დრამა.

ტორუას გვერდზე უკვე სეზონის ფინალი.

 

პროკურატურასთან ათწუთიან ლაივებს სახლში დაბრუნება მოსდევდა. ოთხშაბათს კი მოვლენები დაჩქარდა: პირველზე მისვლა, სასწრაფო, კლინიკა სამზე დანიშნული პროცესი გადაიდო.

 

ჯანმრთელობაზე ექიმებმა თქვან. აი, ტორუას ტექსტში პათოსის კონცენტრაცია აშკარად კრიტიკულია: პროკურორი, ოლიგარქი, სამშობლო ყველაფერი ჩაეტია. მხოლოდ სამედიცინო დასკვნის ადგილი აღარ დარჩა.

 

ახლა საზოგადოებას პროკურატურასთან შეკრებასაც სთხოვენ. მაყურებელი ხომ თავისით არ შეივსება.

 

ერთი კითხვა მაქვს: ფაქტებს როდის წარმოგვიდგენთ თუ ეგ უკვე მეორე სეზონშია?

 

ქაჯაიები რით გახდნენ ცუდად, ექიმებმა თქვან. მე ამ ამბის სატირული მენიუ წარმომიდგა: „შიმშილობა სწრაფი კვებით“ და ღორის კანჭი, რომელსაც შეწვა არ აცალეს ეჩქარებოდათ, ლაივში უზმოზე უნდა გამოჩენილიყვნენ.

 

ყოფილი ნოტარიუსისა და მისი დის „შიმშილობის საქმეში“ ყველაზე უხვად მხოლოდ პათოსი მოგვეწოდება.

 

ტორუას პოსტში დიაგნოზიც მზადაა, პასუხისმგებელი პირიც დასახელებულია და პოლიტიკური დასკვნაც გამოტანილია — საზოგადოებას მხოლოდ ტირილის დაწყება დაგვრჩა.

 

ცოტა გადამოწმებადი ინფორმაციაც გამოაქვეყნეთ მარტო დრამით საზოგადოებას ნუ კვებავთ. აქაკდე გვეცინებოდა ეხლა უკვე აღარც გვეცინება ეს ყველაფერი გულისამრევია.