ყოფილი ნოტარიუსი ანა ქაჯაია შიმშილობს. ათ წუთს, ლაივში.
ახლა ვნახოთ, რისთვის.
სახლი „მილიონერების დასახლებაში“. ეგვიპტელი ინვესტორის სახლი, რომელმაც რეესტრის მიხედვით ორ წელიწადში ოთხი ხელი გამოიცვალა: ინვესტორი, დედა, მამა და ოჯახის ადვოკატის ახლობელი. ყველგან ნაღდი ფულით, ფასი უცვლელი.
მშენებლობა, რომელსაც თავად 33 მილიონად აფასებს. სამოცდაათი ათასი დოლარი? არა. სამასი? არა. ოცდაცამეტი მილიონი. ამდენად აფასებს ყოფილი ნოტარიუსი ქონებას, რომელზეც დღეს გამოძიება მიმდინარეობს.
და ახლა, ყურადღება, საოცრება: ამ ყველაფრის ფონზე ის პრეტენზიებს უყენებს გამოძიებას. სახელმწიფოს. საზოგადოებას.
თუ მის ლაივებს შემოკლებულად ვთარგმნით, მოთხოვნა ასე ჟღერს:
„ვიშიმშილებ, სანამ თაღლითობას არ დამიკანონებთ!“
ესე იგი: სახლი, რომელიც ინვესტორს ეკუთვნოდა, მშენებლობა 33 მილიონად და ყოველივე ეს ათწუთიანი შიმშილობის სანაცვლოდ. საინტერესო გარიგებაა. ანა ქაჯაია ნოტარიუსი რომ იყოს ეგრევე დაამოწმებდა, მაგრამ
ბეჭედი სანოტარო პალატაში ჩააბარებიეს.
ქალბატონო ანა, კანონს ვერ „დააკანონებიებთ“ თათლითობას და ვერც შიმშილიბას გააყალბებთ, კანონი აღსრულდება, სასამართლოში და იქ შიმშილობის წუთებს არ ჩაგითვლიან, დიკუმენტებს განიხილავენ და მოწმეებს მოუსმენენ.
გამოძიება გრძელდება. მილიონები კი ჯერ რეესტრშია გია გოგიას სახელზე.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-11-01
2026-10-30
2026-10-30
2026-10-30
2026-10-30
2026-10-30
2026-10-28
2026-10-28
2026-10-25
2026-10-23