28 ოქტომბერს მოსკოვში „რუსებისა და ქართველების ერთობის“ ფონდის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ჩაიწერა ლომისის ტაძარში ღვთისმსახურებისა და მომლოცველობის აღდგენის, ასევე ტაძრის რეკონსტრუქციის წინადადება. დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას მიემართება.
ფონდის ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მორწმუნეებს ლომისის ტაძარში ლოცვისა და მომლოცველობის შესაძლებლობის დაბრუნების იმედს აძლევს.
ვფიქრობ, საკითხის ამ ფორმით წამოწევა შესაძლოა გარკვეულ წინასწარ კომუნიკაციასა და შეთანხმებებს ეფუძნებოდეს. ეს იმედს აჩენს, რომ ინიციატივა მხოლოდ განცხადებად არ დარჩება და ქართული ღვთისმსახურების აღდგენის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.
საბოლოო შედეგს, რა თქმა უნდა, შემდგომი ნაბიჯები და ოფიციალური გადაწყვეტილებები გვიჩვენებს.
2026-10-11
2026-10-09
2026-10-08
2026-10-07
2026-10-05
2026-10-02
2026-09-30
2026-09-27
2026-09-26
2026-09-26