ზაზა ხატიაშვილისა და კახა კუკავას კავშირი მხოლოდ დღევანდელი საჯარო განცხადებებით არ იწყება: 2021 წლის არჩევნებზე კუკავას „თავისუფალმა საქართველომ“ ხატიაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა, ხოლო ცესკოს ოფიციალურ შედეგებში საარჩევნო სუბიექტიც მათი სახელებით იყო წარმოდგენილი.
ახლა კი განსაკუთრებით საინტერესო სხვა საკითხია.
ხატიაშვილმა თავად გაასაჯაროვა ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის მასალები და მოწმის გამოკითხვის ოქმები, ის პროკურატურამ გამოძიების მასალების გაუხმაურებლიბაზე გააფრთხილა, ამის შემდეგ კი იმავე საქმის გარშემო აქტიურად საუბრობს კახა კუკავა.
აქ იურისტებს ძალიან მარტივი კითხვა უნდა დავუსვათ: გაუმჟღავნებლობის ვალდებულება ადამიანის ხმას ეხება თუ ინფორმაციას?
კანონის ლოგიკა მარტივია: როდესაც კონკრეტული მონაცემის საჯაროდ გავრცელება კანონიერად შეზღუდულია, საკითხი არის ინფორმაციის გავრცელება და არა ის, თუ რომელი პირის პირით გავრცელდა იგი.
ამიტომ კითხვა პირდაპირია:
თუ ერთი პირი ვეღარ ან აღარ ავრცელებს კონკრეტულ ინფორმაციას და იმავე შინაარსის ტირაჟირებას მისი პოლიტიკური თუ პროფესიული მოკავშირე აგრძელებს, იცვლება რამე მხოლოდ იმიტომ, რომ მიკროფონთან სხვა ადამიანი დგას?
მით უფრო უცნაურია ეს იურისტებისგან. მათ სხვაზე უკეთ უნდა იცოდნენ განსხვავება სიტყვის თავისუფლებასა და კანონით დაცული ინფორმაციის გავრცელებას შორის.
და კიდევ: იმდენად დიდია ამ სუბიექტების დაინტერესება სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურ სპექტაკლად აქციონ სისხლის სამართლის დანაშაულსაც არ ერიდებიან.
მე მათ „კანონდამრღვევებს“ წინასწარ არ ვუწოდებ ამას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა დაადგენს. მაგრამ სწორედ იურისტებს მოეთხოვებათ განსაკუთრებული სიფრთხილე: თუ დადგინდება, რომ კანონით დაცული ინფორმაცია შეგნებულად გავრცელდა აკრძალვის გვერდის ავლით, პასუხისმგებლობის საკითხს ვერ გააქრობს არგუმენტი „ეს მე არ მითქვამს, სხვამ თქვა“.
შეიძლება შეიცვალოს სპიკერი. შეიძლება შეიცვალოს მიკროფონი. მაგრამ თუ ინფორმაცია იგივეა, მისი სამართლებრივი ბუნება მხოლოდ ხმის შეცვლით არ იცვლება პატივცემულებო როგორც ჩანს ხატიაშვილი თავისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალის ფართო ასორტიმენტს უგროვებს და უფრო მეტი მრავალფეროვანებისათვის სხვა პირებიც გარია შარში ასე იცის ამ კაცმა როცა მონდომებულია. გეყიფა ზაზა შენი დაცვის ქვეშ მყოფები ისედაც მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაში იყვნენ და მათ პრიბლემებზე პასუხის ნაცვლად დამატებით კითხვები ნუ გაუჩინე, საჩივრების წერა არ ეზარებათ და შენც არ დაგინდობენ ბოლოს
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24
2026-08-24
2026-08-22
2026-08-22
2026-08-18
2026-08-18