img1


მარიამ კუბლაშვილის შემდეგ ბინძური ძმების სამიზნედ მე და ტატო კაკაბაძე ვიქეცით.. |პაატა შავაძე

მარიამ კუბლაშვილის შემდეგ ბინძური ძმების სამიზნედ მე და ტატო კაკაბაძე ვიქეცით..

 

თუ ადამიანი საკუთარ თავს გმირად, სამართლიანობისთვის მებრძოლად ან თავისუფლების დამცველად წარმოაჩენს, ხოლო საჯარო გამოსვლებში ოპონენტებს დედის გინებით, „ძუკნას“ ტიპის ეპითეტებითა და პირადი შეურაცხყოფით მიმართავს, სრულიად ლეგიტიმურია კითხვა: რაში გამოიხატება ამ ადამიანის გმირობა?

 

მე არ ვაპირებ ადამიანებს გინებით ვუპასუხო... თუ ვინმეს ჩემ მიმართ აქვს კონკრეტული ბრალდება, დაასახელოს ფაქტი, მტკიცებულება და პასუხისმგებლობის საფუძველი....იარლიყები "სუსის აგენტი“, „დანომრილი აგენტი“ და მსგავსი გამონათქვამები -ფაქტის გარეშე მხოლოდ ცილისწამებისა და პოლიტიკური რიტორიკის ნაზავია,ხოლო ქალის მიმართ დედის გინება და ღირსების შემლახველი სექსისტური შეურაცხყოფა ვერ გახდება გმირობის კრიტერიუმი... ეს იმ მოქართველეთა გასაგონად, რომელთაც ძმები ნემსაძეები ეროვნულ გმირებად მიგაჩნიათ!