რატომ ავრცელებს დავით ნემსაძე ინფორმაციას, თითქოს ტარიელ კაკაბაძემ მარიამ კუბლაშვილს უჩივლა?
დავით ნემსაძის მიერ წლების განმავლობაში მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და დღეს ის ნატა ვიბლიანის გვერდით აქტიურად იბრძვის ერთი მხრივ, მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ, ნატა ვიბლიანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამოყენებით ცდილობს იმავე საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებას.
ამ ყველაფერთნა ერთად კი საყურადღებოა ერთი კონკრეტული გარემოება ტარიელ კაკაბაძისა და ნატა ვიბლიანის პოზიციებს შორის საჯაროდ გამოვლენილი უთანხმოება.
ტარიელ კაკაბაძე ნატა ვიბლიანის ინტერესებს იცავს და საქმეზე აქტიურად საუბრობს. თუმცა, როდესაც ნატა ვიბლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი გამოძიებას ხელს უშლიდა, კაკაბაძემ ამ ბრალდებას საჯაროდ გაემიჯნა.
ტარიელ კაკაბაძემ პირდაპირ განაცხადა:
«„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სამეგრელო-ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი ხელს უშლის გამოძიებას. მე მაქვს აქტიური კომუნიკაცია გამოძიებასთან და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მსგავსი რამ არ გამოკვეთილა. მსგავს ფაქტს რომ ადგილი ჰქონოდა, მე ვერავინ დამასწრებდა უმკაცრეს რეაგირებას!“»
ეს განცხადება მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ ადვოკატმა საჯაროდ უარყო ის პოზიცია, რომელიც ნატა ვიბლიანის მხრიდან ან მის გარემოცვაში გავრცელებულ ბრალდებას ეწინააღმდეგებოდა.
ანუ გვაქვს მარტივი ფაქტი: ნატა ვიბლიანის საქმეში ჩართული ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე საჯაროდ არ დაეთანხმა ნინო ვიბლიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებას და ამ პოზიციას მკაფიოდ გაემიჯნა.
სწორედ აქ ჩნდება კითხვა რამდენად შეთანხმებულად მოქმედებენ დღეს ნატა ვიბლიანი და მისი დაცვის მხარე და რატომ გაჩნდა მათ პოზიციებს შორის ასეთი აშკარა განსხვავება?
ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია დავით ნემსაძის მიერ ტარიელ კაკაბაძის სახელის მარიამ კუბლაშვილთან დაკავშირება და მტკიცება, თითქოს კაკაბაძემ კუბლაშვილს უჩივლა.
ჩნდება კითხვა; შემთხვევით ტარიელ კაკაბაძის მუშაობით უკმაყოფილო ნატა ვიბლიან მას ირიბად დავით ნემსაძის ხელით ხომ არ ებრძვის ?
2026-07-30
2026-07-29
2026-07-27
2026-07-26
2026-07-25
2026-07-25
2026-07-25
2026-07-23
2026-07-21
2026-07-20