img1


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება და ქართველი ხალხის იმიჯის დაცვა უმაღლეს დონეზე იქნა აღიარებული! |მამუკა ფიფია

დღეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის მხრიდან გადმომეცა სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალური მადლობის სიგელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებასა და ჰუმანიტარულ საქმიანობაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსისგან ამ აღიარების მიღება ჩემთვის და მთელი ჩვენი გუნდისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.

 

მე და პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ყველა შესაძლო მიმართულებით ვმუშაობთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რუსეთის ფედერაციაში საქართველოსა და ქართველი ხალხის იმიჯის უკეთესობისკენ შეცვლა.

 

როდესაც რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ვმართავთ შეხვედრებს, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ საქართველოსა და ქართველების იმიჯის ამაღლებას. საიდუმლო არ არის, რომ ამ რეპუტაციას მიზანმიმართულად აზიანებს ზოგიერთი ქართველი — მათ შორის ისინი, ვინც უკრაინის მხარეს იბრძვიან. ჩვენი გუნდის უმთავრესი მიზანია, ამ ნეგატივის ფონზე დავიცვათ და ავამაღლოთ რიგითი, კეთილსინდისიერი ქართველის ავტორიტეტი!

 

სწორედ ამიტომ ვართ მე და ჩემი თანამებრძოლები ამ პროცესში ასე აქტიურად ჩართულნი. ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის უაღრესად სასიხარულოა, რომ ჩვენი ყოველდღიური, რთული შრომა რუსეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ასეთ მაღალ დონეზე შეფასდა და დაფასდა.

 

ეს ჯილდო გვიჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ქართველი ხალხის ინტერესებისა და ორი ქვეყნის კეთილმეზობლური მომავლისთვის!

- წერს მამუკა ფიფია