სოციალურ ქსელებსა და მედიაში ნამდვილი ქარიშხალი ბობოქრობს. მას შემდეგ, რაც ფსევდოჟურნალისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თავის ეთერებში გავლენიანი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივნის, მამუკა ფიფიას წინააღმდეგ ბინძური ანტიპიარ-კამპანია და ცილისწამების გავრცელება სცადა, მან საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. მჟავანაძემ ვერ გათვალა, რომ ფიფიას წონა და ავტორიტეტი მოსკოვის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში ხელშეუხებელია.
ამ პროვოკაციას მწვავე პასუხი გასცა თავად ქსენია სობჩაკმა — რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნათლულმა და ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფიგურამ. სობჩაკმა მჟავანაძე საჯაროდ მიწასთან გაასწორა, იგი არაპროფესიონალიზმში, სიცრუესა და ამაზრზენ სექსიზმში დაადანაშაულა და პირდაპირ განაცხადა, რომ ასეთი ადამიანების ადგილი მედიაში არ არის.
სობჩაკმა ოფიციალურად უკვე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (მიდ-ს) მკაცრი პრეტენზიებით მჟავანაძის აკრედიტაციის გაუქმებისა და მისი საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით. ამავდროულად, სააგენტო „სპუტნიკში“, სადაც მჟავანაძე მუშაობს, სრული პანიკა და განგაშია პოსტის გამოქვეყნებისთანავე იქ ნამდვილი გადატრიალება დაიწყო, რადგან არავის სურს პუტინის გარემოცვასთან კონფლიქტის გამო სამსახურისა და რეპუტაციის დაკარგვა.
მჟავანაძის მცდელობა, ტალახი მოეცხო მამუკა ფიფიასთვის, ბუმერანგივით დაუბრუნდა მასვე. დღეს ფიფია კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდა, როგორც ხელშეუხებელი, მაღალი დონის პოლიტიკური ფიგურა, რომლის ზურგსუკანაც უძლიერესი ძალები დგანან, ხოლო მჟავანაძე პლინტუსს მიღმა აღმოჩნდა კარიერისა და ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე. საზოგადოებამ დაინახა, ვინ არის რეალური ლიდერი და ვინ იაფფასიანი პროვოკატორი.
2026-07-10
2026-07-10
2026-07-09
2026-07-08
2026-07-05
2026-07-03
2026-07-03
2026-07-03
2026-06-27
2026-06-23