img1


კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მზადაა, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან სასაუბროდ

კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მზადაა, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან სასაუბროდ. ამის შესახებ რუსულ „ინტერფაქსთან“ კომენტარში პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლს არ მიუღია შეთავაზება ბერლინიდან სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

 

„არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პუტინი რჩება ღია კონტაქტებისთვის“, – თქვა პესკოვმა.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ პუტინი არ არის მზად ოლაფ შოლცთან საუბრისთვის უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. 

მანამდე, გერმანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ კანცლერი შოლცი განიხილავდა პუტინთან სატელეფონო საუბრის შესაძლებლობას ნოემბერში ბრაზილიაში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ შეხვედრის წინ.