გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
„ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ.
ვწუხვართ საქართველოს მთავრობის იმ ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოცხადდა 27 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ.
ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა რეპრესიების შემაშფოთებელი დაანონსებით, ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონით“, რომელიც ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და ასახელებს მათ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად, ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც ზღუდავს LGBTQ ადამიანების უფლებებს, ასევე თავდასხმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე“, - წერია განცხადებაში.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21