იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში ჩამობრძანებასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, მღვდელმთავრებთან ერთად, საპატრიარქოში პარაკლისი აღავლინა.
პარაკლისზე, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დავესწარი, აღვნიშნე, რომ დიდი ბედნიერებაა ამ უნიკალური ხელნაწერის, პალიმფსესტის საქართველოში ჩამობრძანება.
ხაზი გავუსვი იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება არსებითად იყო მიმართული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და მისი ეს მორიგი ქველმოქმედებაც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება და მადლობა მას ამისათვის. ბედნიერები ვართ, რომ ეს საგანძური თავის ადგილს დაიმკვიდრებს ჩვენს ქვეყანაში და მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს.
ქართველი მოღვაწის, იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი და მის მიერვე აკინძული ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ძალისხმევით იქნა შეძენილი, საქართველოში დღეს ჩამობრძანდა. წმინდა ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საკუთრებაში ასევე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გადაეცემა და ის ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში განთავსდება.
წერს ირაკლი კობახიძე
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21