img1


უნგრეთი უკრაინაზე 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემას ბლოკავს. ბუდაპეშტმა არ მისცა ევროკავშირს უფლება გაეყინა რუსული აქტივები

უნგრეთი უკრაინაზე 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემას ბლოკავს. ბუდაპეშტმა არ მისცა ევროკავშირს უფლება გაეყინა რუსული აქტივები.

ამრიგად, უნგრეთმა ეჭვქვეშ დააყენა უკრაინაზე ადრე გამოცხადებული სესხის გაცემა, იტყობინება ტელეარხი Euronews.  

ევროკავშირის დანარჩენმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს რუსული აქტივების გაყინვის გაგრძელებას და უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს გამოყოფას.

 

 „ჩვენ გვჯერა, რომ ეს საკითხი - რუსეთის სანქციების გახანგრძლივება - უნდა გადაწყდეს აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით წავა ამერიკის მომავალი ადმინისტრაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განმარტა უნგრეთის პოზიცია უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, თეთრ სახლს არჩევნების შემდეგ ორი გზა შეუძლია აირჩიოს: მშვიდობისკენ ან „ომის გაგრძელებისკენ“.