img1


ტრამპმა უნდა მოიგოს არჩევნები და გახდეს პრეზიდენტი, რათა შეერთებულ შტატებში დემოკრატია შეინარჩუნოს. - ამის შესახებ ელონ მასკმა განაცხადა

ქალაქ ბატლერში, ტრამპის ერთ-ერთ მიტინგზე, ბიზნესმენი ტრიბუნაზე ავიდა და ირიბად, მოქმედი პრეზიდენტი ნეგატიურ კონტექსტში ახსენა. მასკმა დასძინა, რომ დემოკრატებს „სურთ, წაართვან სიტყვის თავისუფლება და იარაღის ტარების უფლება“.

 

”მინდა ვთქვა, რა პატივია აქ ყოფნა. და იცით, ადამიანის ნამდვილი გამოცდა არის ის, თუ როგორ იქცევა ის ცეცხლის ქვეშ. ჩვენ გვყავდა ერთი პრეზიდენტი, რომელიც ვერ ადიოდა კიბეზე, მეორემ კი, მუშტი ასწია მას შემდეგ, რაც ესროლეს. მაშ, ვინ გსურთ იხილოთ ამერიკის წარმომადგენლად?” - თქვა მასკმა.

 

მან დასძინა, რომ ეს არჩევნები იქნება "ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკელების ცხოვრებაში".

 

თავის მხრივ, ტრამპმა მადლობა გადაუხადა მასკს და თქვა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, შეერთებული შტატები მარსზე დაეშვება და მსოფლიო პირველობას მოიპოვებს კოსმოსის კვლევაში.