img1


საინფორმაციო სააგენტო “ PUBLICIST “ მთავარი რედაქტორის ირაკლი ჯანყარაშვილის განცხადება

ამ ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა ე.წ. კრიმინალური ელემენტების მიერ ჩემს მიმართ მუქარის ზარები.

მინდა განვაცხადო , რომ მე გახლავართ ჟურნალისტი,სააგენტოს რედაქტორი და ზეწოლა საინფორმაციო სააგენტოზე გახლავთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა,რაც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლით, რომელიც გულისხმობს შემდეგს: 

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრველოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისგან ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით ასი ოციდან ას ორმც საათამდე ან გამისასწორებითი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

 

იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მიქარით ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით. თანამდებობის ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

ჩემის მხრივ მინდა შევპირდე პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელებს , რომ არჩევნებამდე 1 კვირით ადრე გამოვაქვეყნებ პოლიტიკური კორუფციის ისეთ ფაქტებს , რომ პატრიოტთა ალიანსი 1 ხმასაც კი ვეღარ მიიღებს არჩევნებზე.

ბატონ თარხანს და ქალბატონ ირმას ვპირდები რომ მთელი საქართველო იხილავს მათ სრულ ლუსტრაციას.

 

P.S. იმ მოძველბიჭო ელემენტებს კი ვეტყვი - ირმა და თარხანა რომ გავალებთ ჩემთან დარეკვას არ გრცხვენიათ ? მითუმეტეს რომ მებაჟეობის დროიდან თარხანა პოლიციის მაიორია და ძველი ბიჭები მაიორის დავალებას რომ ასრულებთ - თქვენისთანებს რა გქვიათ არ იცით ? .ამიტომ იცოდეთ - თქვენნაირ ნასედკებთან მხოლოდ კანონის ენაზე ვილაპარაკებ.

წერს ირაკლი ჯანყარაშვილი