img1


როგორ გაყიდა ამომრჩეველთა ხმები ჩარჩ-ვაჭარმა თარხან(ტარხუნ) მებაჟემ 2020 წლის არჩევნებისას

როგორ აიღო მილიონ მილიონი დოლარი ქრთამი თარხან- ბარიგამ ფრიდონ ინჯიასგან , ავთო ენუქიძისგან ,გელა მიქაძისგან , ხოლო დავით ზილფიმიანი ტვ ობიექტივის დავალიანებაში როგორ ჩაუთვალა დეპუტატობა. 

 

იმ დროს როდესაც პატრიოტთა ალიანსის აქტივი შიშველი ხელებით და ფინანსების გარეშე 2020 წლის არჩევნებში თითოეული ხმისთვის იბრძოდა - თარხან (ტარხუნ) ბარიგას დახლი ჰქონდა გაშლილი და პატრიოტთა ალიანსის მიღებული 2% ით გაცხოველებული ვაჭრობდა.

 

ჯერ ბიძინა ივანიშვილს შეუთვალა - მომეცით 8 მილიონი და პარლამენტში შემოვალთ , წინააღმდეგ შემთხვევაში ნაციონალების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს შევუერთდებითო 

 

როდესაც ამ მდაბიო შანტაჟმა არ გაჭრა , როდესაც ტარხუნ-მოურავს - აღარ მისცეს არაფერი , გამწარებულმა ტარხუნამ პირველ სამეულში მყოფ პარტიის სახეებს განცხადებები დააწერინა , საპარლამენტო სიიდან ამოიღო , ხოლო მათ ნაცვლად ინჯიას მილიონერების “ კამანდას “ მილიონ-მილიონი გამოართვა და პარლამენტარობა მიჰყიდა.

 

დიახ ! თაღლითმა - მებაჟემ და საქართველოს თავად-აზნაურთა (თვითგამოცხადებულმა) ყალბმა წინამძღოლმა ტარხუნამ სახალხოდ გამოაცხადა რომ უერთდება სააკაშვილის ნაცების ბოიკოტს , არ შედის ბიძინა ივანიშვილის გაყალბებულ პარლამენტში , სინამდვილეში -- ფრიდონ ინჯიას,ავთო ენუქიძეს,გელა მიქაძეს და დათო ზილფიმიანს ჩუმად ფული გამოართვა , მიჰყიდა ამომრჩევლის მიერ მიღებული ხმები და პარლამენტის დეპუტატობა უბოძა.

 

მოგვიანებით ე.წ. რაზბორკაზე გადაკუზული მოურავი ცდილობდა ეს ყიდვა-გაყიდვა იმითი აეხსნა , რომ თითქოს მოსკოვიდან ( კერძოდ პუტინის ადმინისტრაციიდან) მიიღო ბრძანება რომ არ შესულიყო პარლამენტში .რაც ასევე ტყუილი აღმოჩნდა - არანაირი რუსეთი , არანაირი ФСБ , არანაირი ოცნება - უბრალოდ ფული გააკეთა მებაჟე-ვაჭარმა და საკუთარი პარტიის ადგილები პარლამენტში გაყიდა .

 

ყველაფერი ეს შესანიშნავად დაინახა ტარხუნას ძველმა პატრონებმა კრემლში , ამიტომ მათაც დიდი პანღური ამოჰკრეს როგორც თაღლითს , გამარჯობას აღარ ეუბნება არავინ და პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული რუსეთში.

 

სამწუხაროდ ტარხუნ ჩარჩ-ვაჭარი არ არის გამონაკლისი , ქართულ პოლიტიკას კოლექტიური თარხან-ვაჭრუკანები მართავენ და გულუბრყვილო ხალხის ხარჯზე მილიონერები ხდებიან. ამიტომ არ იკარებს არცერთს ახლოს ბიძინა ივანიშვილი , ამიტომ გაკრიფა შუა , ამიტომ გააშიშვლა კორუმპირებული პოლიტიკური სპექტრი , ამიტომ დაამარცხებს ყოველთვის ამ წურბელებს .

 

გიორგი არხოტელი