img1


pup diddy-ს სკანდალურ საქმეში, შესაძლოა, პოლიტიკოსებიც ფიგურირებდნენ.

ENG GEO

 

ძიება

ახალი ამბები

ვიდეო

დოკუმენტალისტიკა

გადაცემები

პროგრამა

ჩვენ შესახებ

ფოტორეპორტაჟი

 

 

pup diddy-ს სკანდალურ საქმეში, შესაძლოა, პოლიტიკოსებიც ფიგურირებდნენ

დღეს, 09:57 2261  

ჰოლივუდში ხმაურიანი გამოძიება გრძელდება. ამერიკელი რეპერის, pup diddy-ს დაკავების შემდეგ, მსოფლიო, მასთან დაკავშირებულ წვეულებებზე არაერთი ცნობილი პირის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ეტაპობრივად იგებს.

 

შეგახსენებთ, pup diddy ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებითაა აყვანილი. საქმეში ფიგურირებს კიდევ არაერთი უმძიმესი დანაშაული, რომელშიც, მედიის ინფორმაციით, სხვა ვარსკვლავებიც მონაწილეობდნენ.

 

ვარაუდობენ, რომ საქმეში პოლიტიკოსებიც ფიგურირებენ, ამიტომ არ არის გამორიცხული გამოძიება ამერიკაში წინასაარჩევნო სკანდალადაც იქცეს და საპრეზიდენტო არჩევნებზეც გავლენა მოახდინოს.