ნიუ-იორკის მერს ფედერალური კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საბრალდებო დასკვნის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამოძიება ნაწილობრივ იმას ეხებოდა, მიიღო თუ არა 2021 წელს „დემოკრატმა“ ერიკ ადამსმა და მისმა მერის საარჩევნო კამპანიამ თურქეთის მთავრობისგან არალეგალური შემოწირულობები. საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ერიკ ადამსი ნიუ-იორკის ისტორიაში პირველი მერი გახდება, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნისას ბრალს წაუყენებენ.
„თუ ბრალს წამიყენებენ, ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ. სასწრაფო საქმის მოსმენას მოვითხოვ, რათა ნიუ-იორკელებმა სიმართლე გაიგონ“, - ასე გამოეხმაურა აღნიშნულს თავად ადამსი ვიდეომიმართვაში.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21