ცნობა იმის შესახებ, რომ ზავი უახლოეს საათებში დადგება, არაერთმა ამერიკულმა და არაბულმა მედიამ გაავრცელა.
პრემიერ-მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ ნეთანიაჰუმ არც კი უპასუხა შეერთებული შტატების და საფრანგეთის წინადადებებს და ჯარს უბრძანა, სრული ძალით იმოქმედოს.
ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხი კი, იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბრძანება გასცა ლიბანში თავდასხმების შერბილების შესახებ.
გარდა ამისა, ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ისრაელს საკუთარი პირობები აქვს და „ჰეზბოლა“-ს ლიდერი ნასრალა, სავარაუდოდ, არ დათანხმდება მათ.
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25