img1


არ მგონია, რომ უკრაინა შეძლებს ამ ომის მოგებას, თუ ჩვენ მას რაღაც უფრო მძლავრს არ მივცემთ |დანიის პრემიერ-მინისტრი

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა მხარი დაუჭირა მოწოდებებს, რომ უკრაინას რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად დასავლური შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების უფლება მიეცეს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. 

 

„არ მგონია, რომ უკრაინა შეძლებს ამ ომის მოგებას, თუ ჩვენ მას რაღაც უფრო მძლავრს არ მივცემთ, რაც გულისხმობს შეზღუდვების მოხსნას და მისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყველაფერი ასე უნდა იყოს, მაგრამ ეს არის ცვლილება, რომელიც საჭიროა“, - თქვა დანიის პრემიერმა.