img1


ჩვენ სწორედ ის ოჯახი ვართ, რომელსაც განაჩენი გამოუტანა ნაციონალურმა მოძრაობამ – ნოშიკო ნამორაძე

ვაღწევდით ჩვენი კომპანია ჩვენს გუნდთან ერთად. თუმცა როგორც მოგეხსენებათ იყო განსაკუთრებული მძიმე მიდგომა ბიზნესმენებისადმი, იყო რეპრესიები და მეც გამონაკლისი არ აღმოვჩნდი. იყო ასეთი ბანდიტური დანაყოფი, ყაჩაღების ეს იყო „სოდი“ და „სოდის“ ხელმძღვანელი იყო ვინმე ერეკლე კოდუა. ეს ის ადამიანია, რომელმაც არაერთი ოჯახი გაამწარა და გააუბედურა. ერთ-ერთი ოჯახი ვიყავით ჩვენც. 2008 წელს აღმოვჩნდი მისი ყურადღების არეალში, ეს ყურადღება მისი მხრიდან განხორციელებული და კონცენტრირებული იყო იმ მხრივ, რომ ვიყავი ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც ასევე წარმატებით უძღვებოდა მის საქმიანობას და როგორც სტანდარტულად ხდებოდა მათ გარკვეული რეპრესიები განიზრახეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, რაც განახორციელეს. ეს ოჯახი გამოირჩეოდა სხვადასხვა ბიზნესისადმი საკმაოდ მძიმე მიდგომით. და ძალიან მარტივი ხერხი ჰქონდათ. 

 

მე არ ვარ ის პიროვნება, რომ მსგავს პირობებს და მოთხოვნებს დავემორჩილო. ეს ჩემი ცხოვრების წესია. 

 

ხდებოდა ასეთი რაღაცა, აწიოკებდნენ ყველა ბიზნესმენს, თანხის მოთხოვნა იქნებოდა თუ ბიზნესების გადაფორმება. როდესაც წარმატებული ბიზნესმენი იყავი და გარკვეულ სიმაღლეებს აღწევდი, მიზანში ამოიღებდნენ და იწყებოდა მისი დამუშავება. მერე რამენაირად თუ შეძლებდნენ, რომ რაიმე საერთო ენა მოენახათ, ხომ კარგი და თუ არ დაემორჩილებოდი მთლიანი რეპრესიული მანქანა იწყებდა მუშაობას და ბიზნესმენებს წნეხში აქცევდა. ასე იწყებოდა ამ ბიზნესმენების საკმაოდ მძიმე ცხოვრება“, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე ნოშრევან ნამორაძემ.