img1


„ლიბანის მოსახლეობამ, ისრაელის მოსახლეობამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ლიბანი გახდეს კიდევ ერთი ღაზა,“

 „ლიბანის მოსახლეობამ, ისრაელის მოსახლეობამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ლიბანი გახდეს კიდევ ერთი ღაზა,“ – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატების გახსნის დროს განაცხადა.

 

მისი თქმით, ღაზას სექტორი არის უწყვეტი კოშმარი, რომელიც ემუქრება მთელ რეგიონს და ყველა უნდა იყოს შეშფოთებული ესკალაციით, რადგან ლიბანი ზღვარზეა. ამასთან, გუტერეშმა ისრაელი ღაზას სექტორში პალესტინელების „კოლექტიურ დასჯაში“ დაადანაშაულა.

 

„საერთაშორისო საზოგადოება უნდა მობილიზდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის, მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისთვის და ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტისთვის შეუქცევადი პროცესის დასაწყებად. რა არის ალტერნატივა? როგორ შეიძლება მსოფლიომ მიიღოს ერთი სახელმწიფო, რომელშიც პალესტინელების დიდი რაოდენობა იქნება ყოველგვარი თავისუფლების, ყოველგვარი უფლებებისა და ღირსების გარეშე?”- განაცხადა გუტერეშმა.