„არჩევნების შემდეგ, გამარჯვებულ გუნდთან ერთად, შევასრულებთ იმ პირობებს, რომელიც მივეცით ქართველ ხალხს და ეს პირობებია: ყველა პენსიონერისთვის სესხის პროცენტის განულება, 14 მილიარდის საქართველოში შემოტანა, სამუშაო ადგილების შექმნა და ყველა ბავშვისთვის სკოლებში უფასო კვება. ჩვენ ამისთვის ვემზადებით, რომ ველაპარაკოთ უცხოურ კომპანიებს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ხოლო „ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ რაც შეიძლება თბილი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პუტინმა თბილი კერა გამოუყოს როსტოვთან ან სოჭასთან სადმე ახლოს.
„ოცნება” წავა ხელისუფლებიდან და “ოცნებისვე” სამწუხაროდ, ივანიშვილის თვითმფრინავში მისი გუნდის წევრების ადგილი არ იქნება - იგი წაიყვანს ზებრას, ჟირაფს, მაგრამ არა ირაკლი კობახიძესა და სხვა თანაგუნდელებს”, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
2026-05-06
2026-05-06
2026-05-06
2026-05-04
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01