„პირდაპირ ვეუბნებით ჩვენს კოლეგებს ისრაელიდან, რომ, ჩვენი აზრით, ამ სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია მათ საუკეთესო ინტერესებში არ შედის. ეს არ შედის არც იმ ადამიანების საუკეთესო ინტერესებში, რომლებიც, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს სურს, რომ სახლში დააბრუნოს“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ abc-სთან ინტერვიუში.
„ვაღიარებთ, რომ დაძაბულობა ახლა ბევრად მაღალია, ვიდრე ეს სულ რამდენიმე დღის წინ იყო. ეს ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნა. ჩვენს საგარეო პოლიტიკაში ახლა ორიენტირებული ვართ იმის უზრუნველყოფაზე, რომ კონფლიქტი არ გაფართოვდეს და არ გაღრმავდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნას. ასევე, ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელ რეგიონში, რათა დავინახოთ, შევძლებთ თუ არა, თავიდან ავიცილოთ ამ კონფლიქტის ესკალაცია“, – განაცხადა კირბიმ.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22