img1


გაერო-ს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, შეშფოთებულია იმის გამო, რომ ლიბანში ვითარება შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო კონფლიქტში

გაერო-ს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, შეშფოთებულია იმის გამო, რომ ლიბანში ვითარება შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო კონფლიქტში, რომელიც მასშტაბით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის მსგავსი იქნება.

 

„სიენენთან“ ინტერვიუში გუტერეშმა განაცხადა, რომ გასულ კვირას პეიჯერების აფეთქებები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პრევენციული დარტყმა მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში.

 

„ფაქტი, რომ ეს მოვლენები მოხდა, ნიშნავს, რომ არსებობს გაცილებით ძლიერი ესკალაციის პოტენციალი. და სწორედ ეს მაშფოთებს – შესაძლებლობა, რომ ლიბანი გადაიქცეს კიდევ ერთ ღაზად, რაც, ჩემი აზრით, დამანგრეველი ტრაგედია იქნება მსოფლიოსთვის“, – განაცხადა გუტერეშმა.