„26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ეროვნულ ღირსებას - დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც საქართველო დაიბრუნებს ევროპულ პერსპექტივას. ძალიან მოკლე დროში ჩვენი ქვეყანა იქნება ევროკავშირის ღირსეული წევრი. ჩვენ მოვიტანთ ევროპულ ხელფასებს, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ განათლებას და დიახ, ევროპულ პასპორტს.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩვენ კვლავ შევქმნით საქართველოს წარმატების, წინსვლის და აღმშენებლობის ისტორიას. ქართულ საოცრებას, რომელიც შთაგონების წყაროც იქნება მთელი მსოფლიოსთვის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ზუგდიდში განაცხადა.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22