მსოფლიოს სომხურ სამიტზე ფაშინიანის გამოსვლამ შეშფოთება გამოიწვია სომხეთის ყველა იმ მოქალაქეში ვისაც საღი და ჯანსაღი აზროვნება გააჩნია...
რა თქვა ფაშინიანმა სომხების მსოფლიო სამიტზე, მაგალითად, პატრიოტიზმზე?
2018 წლიდან ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, ყველაზე დიდი პრობლემა იყო პატრიოტიზმი. პატრიოტიზმის არსებულ მოდელს არაფერი აქვს საერთო ჩვენს სამშობლოსთან, ის უბრალოდ იმპერიული პატრიოტიზმის მოდელია, რომელიც შემოტანილია ჩვენს სოციალურ ფსიქოლოგიაში წიგნებით, ფილმებით, ტექსტებით, გამოსვლებით, გმირებით. პატრიოტიზმის ეს მოდელი არის ის, რომ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო არ არსებობს - განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა.
აქ ნამდვილად შეიძლება დაისვას დიაგნოზი „ზომიერად გამოხატული მოზაიკური ფსიქოპათიის პარანოიდული და დისოციალური პიროვნების აშლილობის ნიშნებით, რომლებიც ნამდვილად ჭარბობს მასში“.
და ეს ემყარება შემდეგ სიმპტომებს: უკიდურესი მიდრეკილება სხვებზე მანიპულირებისკენ, ფაქტების დამახინჯების ტენდენცია მათი არასწორი ინტერპრეტაციით, საკუთარი თავის გაბერილ თვითშეფასებასთან ერთად, დანაშაულის გრძნობისა და შეცდმობზე სწავლის უუნარობა, უხეში და დაჟინებული დამოკიდებულება. უპასუხისმგებლობის, ქცევის წესებისა და სტანდარტების უგულებელყოფა...
ნიკოლ პაშინიანის ფიგურა სააკაშვილის სომხური გაგრძელებაა, რომელიც ზუსტად იგივე მეთოდებით ებრძოდა იმ ფასეულობებს და ისტორიას, რომელზეც იდგა საქართველო და რომელზეც დგას დღეს სომხეთი.
პაშინიანი სომეხი ხალხისთვის სულის ამოცლის, ტრადიციების და იდენტობის განადგურების ეტაპზე გადავიდა.
ის სააკაშვილის ერთგვარი კლონია, დასავლური იმპეროლიზმის გაგრძელება და სამხრეთ კავკასიაში ფერადი რევოლუციით მოსული კიდევ ერთი ავაზაკი, რომელმაც სომხეთს დაუკარგა მნიშვნელობა და რომლის საგარეო ვექტორებიც ისეთივე დამღუპველია სომხეთისთვის როგორც საქართველოსთვის იყო 9 წლის განმავლობაში.
ყველაფერი იდენტურია
თუ საქართველომ სააკაშვილის მმართველობის დროს მიიღო აგვისტოს ომი, პაშინიანი პირველი მმართველია სომხეთისთვის საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, რომელმაც აწარმოა წინასწარ დამარცხებისთვის განწირული ომი, დაკარგა ყარაბახზე კონტროლი და
ზედ მიაყოლა 8 სოფელი დღეს ის ზანგეზურის და ლაჩინის დერეფნებს კარგავს.
ალბათ ეს არ კმარა მისთვის და
ისევ "ამერეკილების და ფრანგების" დავალებით საკუთარ ქვეყანას ახალ საომარ ავანტიურაში მიათრევს.
პარიზის მზაკვრულ გეგმას ის ასე აგრძელებს:
ყიდულობს ფრანგულ შეიარაღებას, ტრიბუნიდან აგზავნის მათთვის სასურველ მსიჯებს და ნერგავს რუსოფობიას.
სადამდე მიიყვანს სომხეთს ^ნიკოლ სააკაშვილი^ ამას ძვირფასო სომხებო ჩვენს მაგალითზე დაინახავთ, თუმცა როგორც ვხედავ ვერ გისწავლიათ და სამწუხაროდ არც ისე ჭკვიანები ყოფილხართ როგორც ეს ბევრს წარმოედგინა.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22