img1


გია ჭყონია| ბოლო წლებში საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ეკოტურიზმის ერთ-ერთი ეგზოტიკური ფორმა - ფრინველებზე დაკვირვება ე.წ. ბერდვოჩინგი (birdwatching)

ბოლო წლებში საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ეკოტურიზმის ერთ-ერთი ეგზოტიკური ფორმა - ფრინველებზე დაკვირვება ე.წ. ბერდვოჩინგი (birdwatching).  

 

აჭარის რეგიონში აღნიშნული მიმართულება თანდათან იკრებს პოპულარობას და მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნიდან გვსტუმრობს უამრავი პროფესიონალი თუ მოყვარული ფრინველებზე დამკვირვებელი. 

 

შეხვედრა მქონდა საერთაშორისო ორგანიზაციის Batumi Raptor Count-ის წარმომადგენლებთან, რომლებიც 2008 წლიდან აწარმოებენ დაკვირვებას ჩვენ დერეფანში გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე, სადაც შემოდგომის სეზონზე მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიგრირებს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. 

 

ვისაუბრეთ აღნიშნული ტურისტული მიმართულების განვითარებაზე, სამომავლო საჭიროებებსა და გამოწვევებზე.

წერს ქობულეთის დელეგატი ქართული ოცნებიდან გია ჭყონია