— დაიმახსოვრეთ ჩემი ეს სიტყვები
— საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად , ცენტრალური საარჩევნო კომისია ქართულ ოცნებას გამოუცხადებს — 55 % - 60 %
— მეორე დღესვე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოაცხადებს , რომ არჩევნების შედეგები არის ფალსიფიცირებული და აქედან გამომდინარე ამ არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი , შემდეგ მთავრობა არის არალეგიტიმური . რამდენიმე დღეში ანალოგიურ განცხადებას გააკეთებს ევროკავშირი და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა
— იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა . გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოს მართვის სადავეების პრეზიდენტისთვის გადაცემის მოთხოვნა . რაზეც ქართული ოცნება დიდი ალბათობით იტყვის უარს
— ამის შემდეგ მოხდება საქართველოს ბელორუსიზაციის პროცესის დაწყება . დაწესდება ყველა ისეთი ტიპის სანქცია , რაც დაწესებული აქვს ლუკაშენკოს ხელისუფლებას . ქვეყანას მოაქცევენ სრულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ იზოლაციაში
— ამ საშიშროების რეალურად ქცევისთანავე დაიწყება მასობრივი პროტესტი . საპროტესტო ტალღის მართვის პროცესებს თავის თავზე აიღებენ ახალგაზრდები , სტუდენტები და არასამთავროები. პოლიტიკურ პარტიებს გადაწევენ უკანა პლანზე . ეს უკვე არის რევოლუციის დასაწყისი
— ამის შემდეგ რა მოხდება - ეს იციან მხოლოდ იქ და იმ ქვეყნებში , სადაც ასეთი რაღაცეები იგეგმება - მაგრამ გული კარგს არ მიგრძნობს
წერს სანდრო ბრეგაძე
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25