img1


„ბუდაპეშტი წყალდიდობის პიკისთვის მზად არის, მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი ახლა იწყება,“ – ამის შესახებ ქალაქის მერი გერგეი კარაჩონი „ფეისბუქზე“ წერს

როგორც ბუდაპეშტის მერი აღნიშნავს, მერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა მომზადებული დახვედროდა წყალდიდობის პიკს, რომელსაც ბუდაპეშტში ხვალ, 21 სექტემბერს ელოდებიან. მისი თქმით, ზოგიერთ ადგილას 9 მეტრამდე სიმაღლის დროებითი კაშხლებია დამონტაჟებული და ადგილზე მუდმივად პატრულირება ხდება. 

 

ღამით ბუდაპეშტში დუნაის წყლის დონემ ერთი მეტრით მოიმატა. დატბორილია პარლამენტის ისტორიული შენობაც. 

 

ცნობისათვის, ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა. შტორმ „ბორისის“ შედეგად ჩეხეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და რუმინეთში წყალდიდობაა. სტიქიის ზონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა.  

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მილიარდობით ევროს გამოყოფს წყალდიდობით დაზარალებული ცენტრალური ევროპის რეგიონების დასახმარებლად.