„გენერალური მდივნის თანამდებობაზე ჩემი ყოფნის პერიოდში NATO-ს რელევანტურობა ეჭვქვეშ დააყენეს. ალიანსს უწოდებდნენ გაყოფილს, მოძველებულს და „ტვინით მკვდარს“. თუმცა რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ NATO არის ძლიერი, ერთიანი და როგორც არასდროს – მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში NATO გაძლიერდა როგორც ინსტიტუტი, მისი საერთო ბიუჯეტი გაორმაგდა. ასევე გაიზარდა ალიანსის წევრების რაოდენობა, უკრაინა კი NATO-სთან ისე ახლოს არის, როგორც არასდროს.
ამასთან, მან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის კავშირების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
„ჩვენ ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ. უსაფრთხოების გამოწვევები ზედმეტად დიდია და კონკურენცია – ზედმეტად ხისტი, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ მარტო სვლა შეძლოს. ტრანსნაციონალურ ურთიერთობებში ინვესტირება წინსვლის ერთადერთი გზაა. ევროპელებს უნდა ესმოდეთ, რომ NATO-ს გარეშე ევროპაში უსაფრთხოება არ იქნება“, - განაცხადა მან.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25