img1


ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, ამის შესახებ ის X-ზე წერს

„ჩემი მე-8 ვიზიტი კიევში ხორციელდება მაშინ, როცა გათბობის სეზონი იწყება და რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას. დავეხმარებით უკრაინას მის მამაცურ ძალისხმევაში. აქ ვარ, რათა განვიხილო ევროპის მხარდაჭერა ზამთრის მზადყოფნიდან თავდაცვამდე, „დიდი შვიდეულის“ სესხებზე წვდომამდე და პროგრესამდე“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. 

 

ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდება.