მოდით დავიწყოთ იმით, რომ სააკაშვილის რეჟიმმა კოდორის ხეობას ისტორიულ "დალის სვანეთს" სახელი შეუცვალა და ზემო აფხაზეთი დაარქვა, ამ მზაკვრული გეგმით კოდორი გასაყიდად ჰქონდათ უკვე გამზადებული.
იქეთ კი აღადგინა "სამხრეთ ოსეთის ავტონომია" რომლის შემადგენლობაშიც შეიყვანა ახალგორი და ასზე მეტი ქართული სოფელი, რომლებიც საერთოდ არ შედიოდა მის შემადგენლობაში.
ამ ყველაფერს კი სააკაშვილმა ქვაღორღი უწოდა.
ჩვენთვის კი ყველა კვადრატულ მიწაზე 9 სამშობლოსთვის თავგანწირული ქართველის გული მარხია.
აგვისტოს ომის რთული დღეების შემდეგ კი რომელიც დიახ!
"სააკაშვილის რეჟიმის" უგვანო პოლიტიკის შედეგად სრულიად არა საჭირო კონფრონტაცია მივიღეთ, დაიწერა ტალიავინის დასკვნა, რომელშიც თეთრზე შავით წერია როგორ დაიწყო და დასრულდა ის მძიმე დღეები.
შემდეგ კი ნაცმოძრაობამ" ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი... მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“
წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 8 აგვისტოს ასახელებდა, რამდენიმე წელია, აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში, და არა მხოლოდ მათ, პოზიციაც და თარიღიც შეცვალეს.
ომის მძიმე დღეების შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე სააკაშვილის "შანტრაბას" მათგან მიტოვებული ჩვენი გმირი ბიჭების ჯერკიდევ გაუცივებელი სხეულების ფონზე ცეკვა-თამაში მოაწყვეს და კიჟინა დასცეს თურმე ომი მოიგეს, ამ დროს კი ჩვენი ბიჭების ცხედრები ჩვენმა უწმინდესმა გადმოასვენა.
ამდენი დანაშაული არ გვაკმარეს და მოდელირებული ქრონიკით ომის იმიტაცია წარმოგვიდგინეს, რომლის ეთერში გაშვების შემდეგაც რამდენიმე ადამიანი ინფარქტით დაიღუპა.
ეს ყველაფერიც არ იყო ალბათ საკმარის და შემდეგ სააკაშვილმა მთელი სტრატეგიული ენერგო რესურსები რუსულ კომპანიებს გადასცა.
ცოტახნის შემდეგ კი თვითონ ეახლა ლარსზე რუს ტურიატებს და აქაოდა არაფერი მოხდარაო ღიმილიანი სახით შემოუძღოდა საქართველოში.
და ბოლოს მგონი ეს ვიდეო და ამ ქალბატონების ნაამბობი უმძიმესი ისტორიები საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ გავასამართლოთ რეჟიმი, ხოლო ბოდიში მშვიდობიან მოსახლეობას მოვუხადოთ ამით კი სამომავლო დიდ შერიგებას საფუძვლები ჩავუყაროთ.
წერს ზეზვა ჩანქსელიანი
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22