img1


მარიამ ქვრივიშვილი: ესეც ასე, easyJet-იც იწყებს საქართველოში ფრენებს! მოლაპარაკება დასრულებულია!

2025 წლის აპრილიდან, პირდაპირ ფრენები, კვირაში ორ-ორი სიხშირით, შესრულდება

ლონდონი - თბილისი

ჟენევა - თბილისი

მილანი - თბილისის მიმართულებით

 

კიდევ ერთი ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის დიდი აღიარება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განაცხადია ევროპისა და დიდი ბრიტანეთის ტურისტულ ბაზარზე. 

 

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას, რაც უზრუნველყოფს:

შვეიცარია გახდება ახალი ტურისტული სამიზნე ქვეყანა საქართველოსთვის, საიდანაც გავზრდით ტურისტულ ნაკადებს

გაზირდება ფრენის სიხშირეები ლონდონის მიმართილებით - ჯამში, კვირაში 6 სიხშირე (4 - British Airways და 2 - easyJet)

 გაიზრდება მილანის მიმართულებით პირდაპირი ფრენების სიხშირეები - ჯამში, კვირაში 6 სიხშირე (2 - Easy Jet, 2 - Wizz Air, 2 - Georgian Airways)

გაძლიერდება საქართველოს ცნობადობა ევროპის, დიდი ბრიტანეთისა და შვეიცარიის ტურისტულ ბაზარზე - საიდანაც, ტურისტული ნაკადები გაიზრდება

საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის დივერსიფიკაციასა და მდგრად განვითარებას

წერს მარიამ ქვრივიშვილი