img1


ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა. მმართველმა გუნდმა მიმდინარე სასესიო კვირის განსახილველ საკითხებზე იმსჯელა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა. მმართველმა გუნდმა მიმდინარე სასესიო კვირის განსახილველ საკითხებზე იმსჯელა. 

 

უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გუნდის მიერ განხილული ძირითადი საკითხები გააჟღერა:

 

სხდომის დღის წესრიგშია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა;

 

პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, ასევე, ძალაში შევა „ამნისტიის შესახებ“ კანონი. 

 

მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის წევრებს გასული წლის განმავლობაში გამოჩენილი ერთგულებისთვის და ქვეყნის მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

ხვალ მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება.