აშშ და დიდი ბრიტანეთი შიშობს, რომ რუსეთს შეუძლია, ირანს ბირთვული საიდუმლოებები გადასცეს ირანული ბალისტიკური რაკეტების სანაცვლოდ, რომლებსაც რუსული ჯარი უკრაინაზე დარტყმისთვის გამოიყენებს. ამის შესახებ Bloomberg-ი ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
მათი თქმით, მოსკოვსა და თეირანს შორის თანამშრომლობა, ბირთვული იარაღის შექმნაზე ირანის ამბიციების გამო გააქტიურდა.
აღნიშნულია, რომ ეს პრობლემა ვაშინგტონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ სტარმერსა და ბაიდენს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ბაიდენსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, შეერთებული შტატები არ არის მზად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შორი დისტანციის იარაღით რუსეთში შეტევის განხორციელებაზე შეზღუდვების მოხსნა გამოაცხადოს.
2026-06-04
2026-06-04
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27