ზელენსკიმ ინტერვიუ მისცა CNN-ს. უკრაინის პრეზიდენტის ძირითადი გზავნილებია:
◾️რუსებმა KAB-ებით გაანადგურეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 80%. მხოლოდ აღმოსავლეთში, ერთ თვეში დაახლოებით, 4 ათასი საჰაერო ბომბი იქნა გამოყენებული.
◾️8-თვიანი პაუზის შემდეგ, სანამ კონგრესი დახმარებას მიიღებდა, ჩვენ გამოვიყენეთ ყველაფერი, რაც რეზერვში გვქონდა როგორც საწყობებში, ასევე სარეზერვო ბრიგადებში, იქიდან გამოვიტანეთ ყველა იარაღი.
◾️უკრაინა საგარეო დახმარების ხარჯზე 14 სამხედრო ბრიგადის აღჭურვას ელოდა, დღეს კი, ოთხიც არ გვაქვს აღჭურვილი.
◾️რუსეთს 12:1 უპირატესობა აქვს ჭურვებში.
◾️ორი თვის წინ ტრამპმა მითხრა, რომ მას სურს უკრაინის გაძლიერება, ამიტომ მინდა მას სამშვიდობო გეგმა გავუზიარო, რომ მოვისმინო მისი რეაქცია.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22