მიჯაჭვული ისეთ ფასეულობებზე, რომელთაც შეუძლიათ ღმერთს დაგვაშორონ. არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვული ამაზე, ჩვენი გული სრულიად თავისუფალი უნდა იყოს ასეთი სიმდიდრისგან.
აი, ამას ეუბნებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამ მდიდარ ჭაბუკს, მაგრამ მისთვის სიმდიდრე იყო ყველაზე დიდი ფასეულობა ცხოვრებაში. ამიტომაც იგი დამწუხრდა, თავისი სიმდიდრე ამჯობინა ქრისტესთან ყოფნას და განშორდა, გაეცალა მას.
შემდეგ უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: „ძნელად შევა მდიდარი ცათა სასუფეველში. უფრო ადვილად გაივლის აქლემი ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში“ (მთ. 19:23-24). მოციქულებმა გაკვირვებით ჰკითხეს: „კი, მაგრამ, თუ ასეა, ვინღა ცხონდება მაშინ, ვის შეუძლია რომ ცხონდეს?“ (მთ. 19:25). და ეს შეკითხვა ყოველ ჩვენგანსაც შეიძლება დაებადოს: როგორ შეიძლება ჩვენ სული ვიცხონოთ, როცა ამდენი რამ მომეთხოვება და მე ამ ყველაფრის შესრულება არ ძალმიძს? და მაცხოვარი მიუგებს, რომ „შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის“ (მთ. 19:26). შესაძლებელია ჩვენი მხსნელისთვის, რომელიც არის სიყვარული და რომელიც ყოველთვის მზადაა, მოწყალების ხელი გამოუწოდოს ყოველ ცოდვილს, რადგან იგი ამისთვის მოვიდა ამ დედამიწაზე, მიიღო ეს მიწიური ცხოვრების ყოველგვარი საშინელება, თვით გოლგოთაზე ჯვარცმამდეც კი.
ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და სიტყვები, რომ ,,შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის" - ძალიან გვანუგეშებს და გვაძლიერებს. ამიტომ ვეცადოთ, ვიცხოვროთ უფლის რწმენის ძალით, რომელიც გვაცხონებს და შეგვიყვანს ცათა სასუფეველში, რისი ღირსიც გაგვხადოს ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა დაუსაბამოით მამით, ყოვლადწმინდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22