img1


რომის პაპმა ამერიკელ კათოლიკეებს მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაკლები ბოროტება აირჩიონ“. - ინფორმაციას BBC ავრცელებს

რომის პაპმა ამერიკელ კათოლიკეებს მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაკლები ბოროტება აირჩიონ“. - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემა წერს, რომ პრეს-კონფერენციაზე პაპს დაუსვეს კითხვა, ვის უნდა მისცენ ხმა კათოლიკეებმა. ამაზე მან უპასუხა, რომ ორივე კანდიდატი "სიცოცხლის მოწინააღმდეგეა", რადგან ერთი მიგრანტებს დევნის, ხოლო მეორე "ჩვილებს კლავს".

 

თუმცა, პაპმა აღნიშნა, რომ ხმის არმიცემა ცუდია და საჭიროა ნაკლები ბოროტების არჩევა.

 

"ხმის არმიცემა ულამაზოა. ეს არ არის კარგი. თქვენ უნდა მისცეთ ხმა. თქვენ უნდა აირჩიოთ ნაკლები ბოროტება. ვინ არის ნაკლები ბოროტება? ეს ქალბატონი თუ ის ბატონი? არ ვიცი. ყველამ თავისი სინდისის მიხედვით (უნდა) იფიქროს და გააკეთოს.“ - თქვა პონტიფიკოსმა.