როდესაც ბატონი “ ტარხუნი “ აცხადებდა - მუჰამედის და ბუდას სიყვარულის კოლაბორაციის შედეგი ვარ და ქვეყნად ყველა რელიგიის მიერ მეფედ აღიარებული “ მწუხარე რაინდად “ მაკურთხესო , მაშინ მისი სისხლით ნათესავები ავლაბრელი სურენა,აკოფა,არტურა და ალბერტა სიამაყით ისე გაიბერებოდნენ ,რომ მესროფ მაშტოცები გეგონებოდა.
დღემდე წარმოუდგენელი ფენომენია ჩემთვის ეს გვარის და ეროვნების გადაკეთება.
წარმოიდგინეთ რა საშინელებაა ბარათაშვილად გადაქცეული აკოფიანი , ბაგრატიონად ქცეული კასაბოღლიანი ან თარხან-მოურავად გადაწყობილი ტერ-მარქარიანი.
დიდი წინაპრის სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მსგავსად , ჩვენი თარხან ისაკიჩ მეჯღანუაშვილიც ძნელად იკვლევდა ცხოვრების გზას .
ეს იყო გოლგოთის გზა კომკავშირიდან შევარდნაძის მებაჟეობამდე. ვერც კი წარმოიდგენთ რა “ საკალელი “ და ბედნიერი იყო ჩვენი Tარხან-სურენ მეჯღანუაშვილი , როდესაც თვის ბოლოს საბაჟოზე, გაჭირვებული ხალხისთვის ქრთამად ახეული კონტრაბანდის ფულით სავსე ტომარას მიუტანდა გამზრდელ ედიკა-ბაბუს.
საოცარი პერფორმანსი მოაწყო , ფერი იცვალა და 90 იანი წლების მექრთამე,კონტრაბანდისტი-მებაჟე “ წმინდა ტარხუნად “ იქცა და “ დაკარგული სამოთხის “ გმირის მიქელა კალმახელიძის დარად თავი “ წმინდა მიქელ-ტარხუნად” გამოაცხადებინა .
ბოლოს იქამდეც კი მივიდა რომ “ ტრუხა-მოურავმა “ თავი საქართველოს თავად-აზნაურთა მეთაურად გამოაცხადა და ვირტუალური სამეფო გვირგვინი დაიდგა თავზე.
თუმცა , მიუხედავად ამისა სოლომონ ისაკიჩი ისევ მეჯღანუაშვილად დარჩა , უბრალოდ ქართველი თავადების წინამძღოლ მეჯღანუაშვილად.
ყიდულობს და ყიდის , ვაჭრობა სისხლში აქვს და ფასს არ აკლებს , წონაში მუდამ იტყუება , მაგრამ პარლამენტარის მანდატზე გამოცხადებული აუქციონის დამთავრების შემდეგ ჯერ ფრიდონა ინჯიამ აუვსო გახეული ჯიბე დოლარებით და შემდეგ სხვა კოლექტიურმა ინჯიებმა.
ბოლოს ყველა მიხვდა თუ ვინ იყო ის ცახესი , რომელიც ბუდასა და მუჰამედის მემკვიდრედ აცხადებდა თავს , რომელიც საქართველოს თავადობის მეთაურად ეკურთხა და ეჩმიაზინს მადლობა შეწირა იმისა გამო,რომ ოსტატურად გაგვაცურა ჩვენ გიჟ-ვრაცუები ანუ გიჟი ქართველები.
იყიდე-გაყიდე , განაბაჟე-არ განაბაჟო , იცის კაცმა ეს საქმე . უბრალოდ ხალხი მიუხვდა და დაწყებული სოსო მანჯავიძიდან დამთავრებული მწერალ ვაჟა ოთარაშვილამდე ყველა გაექცა . გვერდით მხოლოდ ტარხუნ-მადიდებელთა სექტა დარჩა, რომელიც სრული სერიოზულობით აცხადებს რომ ტარხან-მოურავას მიერ დაწერილ ხატებს მირონი სდისო. ეს მგონი იმ ხატს სდის მირონი , რომელზეც “ წმინდა ტარხუნამ” წმინდა მატრონასთან, იოსებ სტალინის გვერდით თავისი და წმინდა ირმას სახეები გამოსახა ანგელოზებად.
არ ვიცი ვის მოეწონა ინაშვილი ანგელოზად , მაგრამ იმდენი ქნეს , რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი პოეტი ვაჟა ოთარაშვილი პარტიიდან გააქციეს და დარჩნენ ორნი ამქვეყანაზე.
ახლა კი ვხუმრობ და სარკაზმით ვწერ , მაგრამ ამ ხუმრობაში ტარხუნამ მილიონები იშოვა , გასივდა , გაიბერა და უკვე მეფობა ან თავადების წინამძღოლობა აღარ აკმაყოფილებს — თავის წმინდანად გამოცხადებას აპირებს.
აი ასეთი მძიმეა თანამედროვე საქართველოს რეალობა , სადაც თაღლითები თითის წვერზე ატრიალებენ ჩვენს ქვეყანას და თარხანის მსგავს ვაჭრებს შუძლიათ თავი უფლის რჩეულად ან წმინდანად გამოაცხადონ.
აკი გულისტკივილით წერდა თარხანის წინაპარი სოლომონ ისაკიჩი “ იმას , რა ჭიაც მის შთამომავალს უღნის გულს -- “ სახელი ჩემი სოლომონ, გვარი – მეჯღანუაშვილი. რაც ქვეყანაში კაცად გამოველ, მეთაკილებოდა ჩემი გვარი და ამიტომ ვცდილობდი გვარი როგორმე შემეცვალა, მაგრამ ვერ მოვახერხე, თუმცა სხვანი ადვილად ახერხებენ. ხან მინდოდა მიმეცა რუსული დაბოლოება, ესრეთ: მეჯღანუევ, მეჯღანუიჩ, მეჯღანუევსკი; მაგრამ სიტყვა ჯღანი არ ამოვარდა. ხან მინდოდა გადამეთარგმნა რუსულად, მაგრამ ვერცა მე გადავთარგმნე, ვერცა სხვამ. შემრჩა ისევ ეს გვარი. რა ვუთხრა ჩემ მამა-პაპასა!..”
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22