img1


გერმანია სახმელეთო საზღვრებზე საპასპორტო კონტროლს დროებით აღადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეიზერმა განაცხადა, საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასა და დანიასთან სასაზღვრო კონტროლი 16 სექტემბრიდან დაიწყება და თავდაპირველად ექვს თვეს გაგრძელდება. ამ გადაწყვეტილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებისა და საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციებისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება.

 

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დასაცავად. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს შიდა უსაფრთხოებას კონკრეტული ქმედებით და ვინარჩუნებთ მკაცრ პოზიციას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა მინისტრმა.