სამხრეთ ღაზაში, ქალაქ ხან-იუნისში, ალ-მავასის ტერიტორიაზე, იძულებით გადაადგილებული პალესტინელების კარვების ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ღაზას საგანგებო სიტუაციების სამოქალაქო სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივები და მედიკოსები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარულ ზონაზე იერიში, მინიმუმ, 4 რაკეტით განხორციელდა, რა დროსაც, სულ მცირე, 40 პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი იყო.
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25