img1


ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დრონის გამო დაიბარა

რუს დიპლომატს სთხოვეს „სრული ახსნა“ ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

 

 კასატკინი შექმნილ ვითარებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობებს, განაცხადეს რიგაში. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება აგრძელებს ინციდენტის გარემოებების სიღრმისეულ გამოძიებას. ლატვიამ დიპლომატიური არხებით აცნობა თავის მოკავშირეებს, ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ასევე სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების კოლეგებს.