img1


ნინო წილოსანი |მოხარული ვარ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" ფარგლებში შექმნილ რეესტრში უკვე 450-მდე ორგანიზაცია დარეგისტრირდა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2025 წლის იანვრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამა ამოქმედდება

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მათ შორის ის ორგანიზაციები, რომლებმაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და დარეგისტრირდნენ რეესტრში, რათა გაეგრძელებინათ იმ კეთილი საქმეების კეთება, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ახორციელებენ

 

საგრანტო ფონდი დააფინანსებს ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ქალების გაძლიერება, სოფლის მეურნეობა ა.შ 

 

მოხარული ვარ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" ფარგლებში შექმნილ რეესტრში უკვე 450-მდე ორგანიზაცია დარეგისტრირდა.

 

რეგისტრაციაზე უარის თქმით უამრავი ორგანიზაციის ნამდვილი სახე და ზრახვები გამოჩნდა, თუ რა მიზანს ემსახურებიან ისინი... ფაქტია, თუკი რაიმე დასამალი არ აქვთ, რიგი ორგანიზაციებისა თუ “ბაბლის” მხრიდან ბულინგს, ასე მარტივად არ დაემორჩილებოდნენ...

წერს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი