img1


მელი, ხოშტარია, ჯაფარიძე და გვარამია მტკიცედ აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებასთან არ ითანამშრომლებენ

 ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ხელს აწერს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, არჩევნების შემდეგ პარლამენტში არჩეული არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მთავრობის ფორმირების საკითხში.

 

„საქართველოს მოქალაქეების ინტერესების, ჩვენი სამშობლოს ევროპული ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების ინტერესებში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ პარლამენტში არჩეული არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმთან, რასაც ვადასტურებთ ჩვენი ხელმოწერებით. ვიდრე ხელს მოვაწერ, ვიტყვი: ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჩვენ, კოალიცია ჩავთვლით, რომ უნდა იყოს პარლამენტის წევრი, მხოლოდ მას შემდეგ მოხვდება საპარლამენტო სიაში, როცა ხელს მოაწერს ამ განაცხადს“, - განაცხადა ბრიფინგზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.