ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკების რისკი იზრდება. - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ორი ახალი მოვლენა ხაზს უსვამს კიევის ნატოელი მოკავშირეების გამოწვევას. ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა, რითაც გააძლიერა რუსული თავდასხმები უკრაინაზე. CIA-ს ხელმძღვანელმა ბერნსმა ამ ნაბიჯს ირანის მხარდაჭერის "დრამატული ესკალაცია" უწოდა.
ამავე დროს, ნატოს ორმა ქვეყანამ - რუმინეთმა და ლატვიამ გაავრცელა ინფორმაცია რუსულ უპილიტო თვითმფრინავებთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ. რუმინეთმა განაცხადა, რომ რუსულმა დრონმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია. ხოლო ლატვიამ რუსი დიპლომატი დაიბარა მას შემდეგ, რაც მის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ლატვიის პრეზიდენტმა რინკევიჩმა ნატოს მოუწოდა, მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, „კოლექტიურად“ იმოქმედოს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი თავს არიდებს პირდაპირ კონფლიქტს რუსეთის ფედერაციასთან, რუსეთის დარტყმებმა უკრაინის ქალაქებზე და ინციდენტებმა უპილოტო თვითმფრინავებთან დაკავშირებით, შესაძლოა, აიძულონ ალიანსი, გადახედოს მიდგომებს.
2026-06-05
2026-06-04
2026-06-04
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27