უკრაინა ომის გამარჯვების დეტალურ გეგმას ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს წარუდგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ამ გეგმის შესახებ უკვე ისაუბრა იტალიაში აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრისას.
„გეგმის ყველა ნაბიჯს სრულად წარვუდგენთ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს, ტრამპსა და ჰარისს. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემოდგომის დასაწყისში უკრაინის პოზიციების გამყარება – ჩვენი ქალაქების დაცვა რუსული ტერორისგან და მეტი შესაძლებლობა ფრონტზე ჩვენი მეომრებისთვის“, – ამბობს ზელენსკი.
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25