img1


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის, ანდრეი სიბიგას გადაწყვეტილებას, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილ ხარიშინის გაწვევის შესახებ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება:

„რეალურად ეს არ არის, ჩემი ინფორმაციით, იმ ტიპის გადაწყვეტილება რაც თავის დროზე 2021 წელს იქნა მიღებული ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. მაშინ გახსოვთ, ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ, მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია საქართველოდან ელჩი, ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები, საუბარია სარეცხ მანქანებზე და ეს ჩაითვალა არაადეკვატურად მიმდინარე ომის ფონზე, ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენს გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ