img1


CIA-Ს ᲓᲐ MI6-ᲘᲡ ᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲔᲑᲛᲐ ᲒᲐᲛᲝᲐᲪᲮᲐᲓᲔᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲓᲘᲓᲘ ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲬᲔᲡᲠᲘᲒᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲪᲘᲕᲘ ᲝᲛᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ

CIA-ს და MI6-ის ხელმძღვანელებმა გამოაცხადეს ყველაზე დიდი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის, ცივი ომის შემდეგ.

 

CIA-ს ხელმძღვანელმა უილიამ ბერნსმა და ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის უფროსმა რიჩარდ მურმა Financial Times-ში გამოაქვეყნეს ერთობლივი სტატია, რომელიც ცივი ომის შემდეგ მსოფლიო წესრიგისთვის არსებულ ყველაზე სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს, რუსეთ-უკრაინის ომით და სხვა მსოფლიო მოვლენებით რომაა გამოწვეული.

 

ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ბერნსმა და მურმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგი, რომელმაც უზრუნველყო მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, უპრეცედენტო მასშტაბის საფრთხეების წინაშე დგას. მათ ხაზი გაუსვეს უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას და რწმენას, რომ რუსული მხარე წარმატებას ვერ მიაღწევს. მათ ასევე მიუთითეს ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის აუცილებლობაზე, რათა წარმატებით მართონ კონფლიქტი.